06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 15:55:34, 849 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დაიხურა სიმართლეს არ შეესაბამება.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს, საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის  სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. 

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური კლინიკა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს ინფექციური დაავდებების მართვას, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაა, ამ მიზნით უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც 2025 წლიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას  დაავალდებულებს",- წერია განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics