2022-10-27 10:00:55, 714 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
დეპუტატი გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობას ეხება.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. "ექსპრესნიუსი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.
ირაკლი ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,