07:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 16:22:07, 2190 ნახვა

ომი უკრაინაში
კადიროვი - მთლიანად უკრაინა არის ჩვენი რუსეთის ტერიტორია, ვისაც ეს არ ესმის, გაიგოს

უკრაინის ყველა რეგიონი რუსეთის ტერიტორიაა, ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს,- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა Telegram-ის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, რუსები უკრაინელებს თავისსავე იარაღით ანადგურებენ და პირობას იძლევა, რომ "მტერს ყველაფერს წაართმევს და თავს ყოველდღე დაესხმევა". 

"სიტყვას გაძლევთ, ჩვენ მათ ყოველ დღე დავესხმებით თავს. ჩვენი ტერიტორია არ არის მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა. ეს არის ჩვენი რუსეთის ტერიტორია.  ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ თავი არ დავიცვათ, არამედ ყველგან შევუტიოთ. ასეც იქნება",- განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ "მაღლა მდომი ხალხი ბრძანებას გასცემს ისე, რომ არ ესმის რა ხდება". 

"ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ბოლომდე წავლენ და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ დავიხიოთ, არამედ თავს დავესხათ და ეს იქნება ყველგან. სიკვდილით ჩვენ ყველგან მოვკვდებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ პატარა რესპუბლიკა გვაქვს. დღე-ღამეში სხვადასხვა მიზეზებით 16-დან 20-მდე ადამიანი კვდება. უბრალოდ. ავარიით, ავადმყოფობით, შემთხვევით, არ ვიცი, წვებიან და ვერ იღვიძებენ...ყველანი მოვკვდებით, მაგრამ რისთვის და როგორ, ეს არის მთავარი",- დასძინა კადიროვმა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ეხმარება უკრაინას, რადგან "ამერიკასა და ევროპას ამდენი შესაძლებლობა და ძალა არ აქვს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics