|
2022-10-26 13:41:40, 857 ნახვა
საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტუმრები მიმდინარე სამუშაო პროცესსა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგიონებში ახორციელებს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. „მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა. პრესსამსახურის ცნობით, კელი დეგნანმა ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობას პანდემიის კვლევასა და ტესტირებაში, ამასთანავე, ისაუბრა ლაბორატორიის როლზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ასეთი ლაბორატორიის ფუნქციონირებას", - განაცხადა კელი დეგნანმა. ახალციხის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)