08:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 11:38:45, 788 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ბოლო დღეების განმავლობაში, პარკებსა და სკვერებში განათების ბოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან

პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, ბოლო დღეებში კი განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა. 

დედაქალაქის მერმა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დაზიანებულ ინვენტარს სრულად აღადგენს.

„ვანდალიზმი ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ქალაქისთვის და სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება - ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს შეახსენა, რომ მათი ქმედებები მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

„მინდა, ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო - რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამით საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ინფორმაციის მოწოდებისკენ, ხოლო დედაქალაქის გამგეობების წარმომადგენლებს მონიტორინგის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

„მოგმართავთ თქვენ, მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა მერიის ცხელ ხაზზე ან მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდების მეშვეობით. გამგეობებს კი ვავალებ, კიდევ უფრო გაასმაგებული ყურადღებით განაგრძონ მონიტორინგი და დაზიანებულის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics