|
2022-10-24 15:25:49, 1149 ნახვა
საზოგადოება
Tegeta Truck & Bus საქართველოში MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოებს წარადგენს
• თბილისში წარმოდგენილი ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა; • პრემიუმ ბრენდის ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს; • ახალი MAN TGX “Inernaional Truck of the Year” სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა. Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესითაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS და MAN TGX მოდელები წარუდგინეს. ეს სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „გვიხარია, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ქართულ ბაზარზე MAN- ის უახლესი სატვირთო ავტომობილები წარვადგინოთ. სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. უკვე 16 წელია Tegeta Truck & Bus გერმანული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. თეგეტა პირველი იყო რეგიონში, ვინც სატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს. ამასთანავე, გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვუწევთ“. ახალი თაობის ავტომობილებით MAN-მა საკუთარი სტანდარტი კიდევ უფრო გააუმჯობესა. კომფორტული და უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემებით აღჭურვილი სატვირთოების შექმნამდე 700-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა. სამუშაო შეხვედრას მომხმარებლებიც ესწრებოდნენ 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. სატესტო მანქანებმა კი 4 000 000 კილომეტრი გაიარეს.
სერგეი ხავკინი, MAN-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ჩვენი კომპანიისათვის. ადგილობრივ ბაზარზე MAN-ის ბრენდის განვითარებაში ჩვენს პარტნიორს საქართველოში Tegeta Truck & Bus-ს განსაკუთრებული როლი აქვს. მოხარულები ვართ, რომ ახლა საქართველოს გზებზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებიც გამოჩნდებიან. ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ, რათა მათ უფრო ეფექტიანად და წარმატებულად შეძლონ ბიზნესსაქმიანობა. ამ დანაპირების შესრულებაში MAN-ის ახალი წარმოების ის სატრანსპორტო საშუალებებიც დაგვეხმარება, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. სიამოვნებით ვესწრები ღონისძიებას, სადაც MAN-ის ცენტრალურ ოფისს წარმოვადგენ“. საქართველოს დედაქალაქში გამართულ პრეზენტაციას, გერმანული ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, 250-ამდე სტუმარი ესწრებოდა.
საპრეზენტაციო ზონაში კი მულტიმედიური შოუ მოეწყო, სადაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებს MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ცალკე სივრცე დაეთმო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებს. საგამოფენო ნაწილში ღონისძიების დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს.
კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალი MAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კი საქართველოში კომპანია Tegeta Truck & Bus უზრუნველყოფს
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)