04:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 14:25:44, 872 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი - თუ სომხეთი მზად იქნება, შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს შორის კონსულტაციები

დღეს გვაქვს საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის დისკუსიისთვის ერთიანი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ალიევმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყარაბაღის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის, საჭიროა, სომხეთმა აზერბაჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

"ყარაბაღის ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინსტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ ხუთი ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. თუ ასე მოხდება, სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics