|
2022-10-24 13:35:28, 1855 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: 2023 წელს ბსუ-ს სასწავლო კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, დაიწყება ბსუ-ს ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, გაიზრდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტიც. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება და ახალგაზრდობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებითაც იზრდება შესაბამისი პროგრამები. იზრდება როგორც დაფინანსება უნივერსიტეტის პროგრამული მიმართულებების, ასევე ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, 400 სტუდენტზე გათვლილი, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს, ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. ვზრდით დაფინანსებას საზღვარგარეთ როგორც სწავლის, ასევე პრაქტიკის მიმართულებით. ამავე დროს, მინდა გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან ავამოქმედებთ ინტენსიურ სასწავლო-მოსამზადებელ კურსებს როგორც ხულოს რაიონში, ასევე შუახევის რაიონში, სადაც ყველა აბიტურიენტს მიეცემა საშუალება მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება განათლების ინფრასტრუქტურის კუთხით, მომავალ წელს განისაზღვრება 25 მილიონი ლარით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2023 წელს, 200-მდე სტუდენტი საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსებით ისარგებლებს. 100 სტუდენტს კი სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ დაუფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)