2022-10-23 19:11:51, 1863 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
"რუსებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს. ოკუპანტებმა ადგილობრივ მრავალსპეციალისტურ რეანიმაციას დაარტყეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ შენობა ნაწილობრივ დაინგრა - დაზიანებულია სახურავი და კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები", - განაცხადა კირილენკომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტები კვლავ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამენ და პანიკის დათესვას ცდილობენ.
"ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა!" - თქვა კირილენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,