2022-10-23 16:03:17, 1218 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
თბილისში, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტრომ მუშაობა ნაწილობრივ აღადგინა. ამ ეტაპზე, დაკეტილია მხოლოდ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“, სადაც სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურის ლიანდაგებში ადამიანი, დაახლოებით, 3 საათის წინ ჩავარდა. მომხდარის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებული იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,