08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 13:26:49, 760 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა (SCOPE) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია.

შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არაერთი პრევენციული საპოლიციო ღონისძიება ტარდება, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევის თავიდან აცილება და აღკვეთა. აქედან გამომდინარე, უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას, მოზარდებთან თანამშრომლობის და სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის გზით.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა - სარა რუპერტმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა.

SCOPE პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებს შორის დანაშაულის შემცირება და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხოლო კონფერენციის მიზანი იყო განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეფასება.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, სკოლის, საზოგადოების და პოლიციის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მხარეები არასრულწლოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ.

კონფერენციის დასასრულს, პროგრამაში ჩართულ სამართალდამცველებს სერტიფიკატები გადაეცათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics