08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 20:19:42, 885 ნახვა

საზოგადოება
დოროყაშვილის ადვოკატი - გაფორმდა ფემიციდი, მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად

გაფორმდა ფემიციდი, მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.  - ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავად მოსამართლე - მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა - 0. ცოდნა - 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება. 

"გაფორმდა ფემიციდი! 
მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად. 
თავად მოსამართლე - მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა - 0. ცოდნა - 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება. 
არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას! 
გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული. 
მადლობა პროკურორს რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა რაც სამართლიანობას სჭირდებოდა. 
მადლობა ჩემ ყველა თანამშომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!! 
განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და  არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics