2022-10-21 18:23:26, 1073 ნახვა
პოლიტიკა
ერდოღანი - სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა
სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა. – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მას აზერბაიჯანში ვიზიტისას ახლდნენ.
მისივე თქმით,თურქეთი შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე რომლის გახსნის ცერემონიას, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო.
„ზანგილანს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს, აშენებული აეროპორტი კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,