08:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 17:36:56, 801 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში WHO-ს ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელ სოლვიუ დომენტეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამედიცინო დაწესებულებებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) ანაზღაურების მოდელი, მის დანერგვამდე, კიდევ ერთხელ განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კრისტინა კაჰური, რომელიც აქტიურად იყო ჩართული DRG სისტემის შემუშავების პროცესში.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, DRG  მეთოდის ეფექტურად ამუშავება და ის წვლილი, რაც სისტემის დანერგვაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა და წარმომადგენლებმა შეიტანეს. სილვიუ დომენტემ და კრისტინა კაჰურმა ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმების, მათ შორის DRG სისტემის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მზად არიან, სამუშაო პროცესში, ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვის ნებისმიერ ეტაპზე ჩაერთონ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თენგიზ გენძეხაძე, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ კობახიძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი გიორგი გოცაძე.

ანაზღაურების DRG მეთოდი საქართველოში პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით ანაზღაურების მეთოდი ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.  ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics