|
2022-10-21 16:46:44, 1934 ნახვა
რეგიონი
კასპის მუზეუმში, მხატვარ გივი შეშაბერიძის ნამუშევრების რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში, მხატვარ გივი შეშაბერიძის ნამუშევრების რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა გახსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩადუნელმა. მხატვარი ათეულია წლებია ხატავს და როგორც მან განაცხადა 300-მდე ფერწერული ნამუშევარი აქვს შექმნილი. გივი შეშაბერიძე მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელის ქანდაკება - მოდელირებისა და ლითონის მხატვრულად დამუშავების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მხატვარი ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, პორტრეტებს ხატავს, შექმნა საკუთარი ავტოპორტრეტიც თუმცა ყველაზე მეტად პეიზაჟების ხატვა უყვარს. 1982 წლიდან არის მრავალი რესპუბლიკური და რეგიონალური გამოფენის მონაწილე, ხოლო ნამუშევრისათვის „ღამე დარიალის ხეობაში“ 1987 წელს მეორე საკავშირო ფესტივალის ლაურეატის მედლით დააჯილდოვეს. მხატვარს მიესალმნენ და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს კასპელმა მხატვრებმა იორამ იმედშვილმა და თემურ ბითაძემ, ა(ა)იპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა, კასპის მუნიციპალიტეტის გაზეთ „ახალი განთიადი“-ს ჟურნალისტმა ამირან ტალახაძემ და სხვებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)