|
2022-10-21 14:00:10, 1060 ნახვა
სამართალი
ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ" და „ლ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)