|
2022-10-21 12:23:04, 1110 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტი იორდანიაში, ქალაქ ამანში გამართულ კონფერენციას დაესწრო
იორდანიაში, ქალაქ ამანში გამართულ კონფერენციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი დაესწრო კონფერენცია ლაბორატორიებს შორის ურთიერთობების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობების შესაძლებლობის განხილვას ისახავდა მიზნად. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტმა ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. იორდანიაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, იორდანიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები. ღონისძიება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების გლობალურ ფონდის (CRDF) მიერ იყო ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდი, საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროს განვითარებას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)