2022-10-20 21:55:08, 1799 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - პუტინი არ არის დაინტერესებული დიპლომატიის წარმოებით
პუტინი არ არის დაინტერესებული მნიშვნელოვანი დიპლომატიის წარმოებით. - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC News-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს მიზანი რჩება უკრაინის გვერდში დგომა იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება.
"ჩვენი ამოცანა მარტივია. ეს არის უკრაინის გვერდში დგომა, ვუზრუნველყოთ, რომ მათი ქვეყანა დარჩეს დამოუკიდებელი და საბოლოოდ, უკრაინას ჰქონდეს უძლიერესი პოზიცია მოლაპარაკებებზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას . თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. კერძოდ, ორი დარტყმა იყო შევჩენკოს რეგიონშიც . დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,