10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 16:03:16, 1078 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭრით თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი SPORT FEST-ი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით 22-23 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში SPORT FEST-ი ჩატარდება. ეს არის პირველი სპორტული ფესტივალი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობას, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებს, პროფესიონალებს, ბავშვებსა და მოზარდებს.

თიბისისთვის ახალი თაობის გაძლიერება პრიორიტეტულია და მუდმივად უწყობს მათ ხელს, აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. თიბისი, SPORT FEST-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გაეცნონ სპორტის სახეობებს, გაატარონ შაბათ-კვირა ღია სივრცეში და დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით. 

ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ რამდენიმე სივრცე:

  • კლასიკური სპორტი
  • ურბანული და ოფროუდ სპორტი
  • სპორტული არენა ცნობილ სპიკერებთან ერთად
  • საბავშვო ზონა
  • საპიკნიკე ზონა
  • სწრაფი კვების ზონა

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი ტრენდების შექმნას და სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ფესტივალი საშუალებას იძლევა აღმოაჩინო შენთვის ახალი, საინტერესო და აქამდე უცნობი სპორტის სახეობა, შეხვდე სპორტსმენებს და დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა. არსებობის 30 წლის მანძილზე თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი, დამფინანსებელი და თანამოაზრე გახდა, რომელიც ახალი თაობის გაძლიერებას ემსახურებოდა. თიბისი ახალგაზრდების მეგობარია და სწორედ ამ მიზნით უჭერს მხარს SPORT FEST-ს, რომელიც ახალ თაობას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს საკუთარი თავი და განვითარდეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics