2022-10-18 16:40:47, 1364 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციამ სახალხო დამცველის კანდიდატობაზე მხარი გიორგი ბურჯანაძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა აბაშიძეს დაუჭირა
საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის 3 კანდიდატის დასახელებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც პარტია „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა" და ცალკეული დეპუტატები დაუჭერენ მხარს.
როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატად გიორგი ბურჯანაძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა აბაშიძეს წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ პროცედურის მიხედვით, კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ოპოზიციის მიერ დასახელებული სახალხო დამცველობის კანდიდატები არ უნდა ყოფილიყო 7-ზე ნაკლები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,