10:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 13:46:49, 1654 ნახვა

ომი უკრაინაში
​ლიმანში პოლიციამ რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა

დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ლიმანში სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული 5 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველა არასრულწლოვანი რუსული დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანით დაიღუპა. 

"პოლიციამ საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები, 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭები ამოიღო. ორი ყველაზე პატარა გოგონა დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ", - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 43 მასობრივი საფლავია გამოვლენილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics