07:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 15:38:10, 1132 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა კახა კალაძეზე - არა, არ უნდა აიღოს პასუხისგებლობა

არა, არ უნდა აიღოს, - "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერმა პასუხისგებლობა არ უნდა აიღოს. 

მისი თქმით, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნები მიუთითებს იმაზე, რომ მათი ამოცანა არის "შოუ დადგან"

"არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე და ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა რა არის - ამოცანა არის შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ", - ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics