10:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 15:45:18, 1134 ნახვა

ომი უკრაინაში
შმიგალი - რუსების თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. რუსეთი ასევე თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში. თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics