|
2022-10-17 13:57:18, 1140 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს
„ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად იბრძოლეს“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ვეტერანებს მათი დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე მებრძოლების ღვაწლი განსაკუთრებით აღნიშნა. „დღევანდელი დღე დიდი მნიშვნელობის მატარებელია მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან აღვნიშნავთ ათასობით ადამიანის ღვაწლს, გმირობასა და თავდადებას. ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება მტრის წინაშე, მისი საშუალებებისა, თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა მან. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის უწყების სისტემური, თუ ინდივიდუალური დახმარებისთვის. ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)