10:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 18:15:10, 1578 ნახვა

ომი უკრაინაში
ობამა - პუტინის მთავრობა კიდევ უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი

პუტინის მთავრობა კიდევ უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი -  ამის შესახებ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი არსებობდა განცდა, რომ ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება და დიპლომატიური არხებით მუშაობა. 

"ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელიც რეალურად არის კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურული. მე ვფიქრობ, რომ პუტინმა იმდენად გააძლიერა გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რამდენადაც ჩვენ არ გვინახავს საბჭოთა დროს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics