07:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 11:25:20, 1268 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილმა და კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეხვედრები გამართეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან, ჯიჰად აზურთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან. 

შეხვედრებს დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ასევე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

პოლ ჰილბერსთან ხაზი გაესვა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.  

ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლებსა და საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე. 

ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ სსფ-ის მიერ, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე, საქართველოს მიერ, გასულ და მიმდინარე წელს მიღწეული პროგრესი, საფუძველს იძლევა ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა.

ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებს საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics