|
2022-10-14 15:06:39, 1090 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა - რას ამბობს ექიმი
13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავდა, გაუმჯობესებულია. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა, მოზარდი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და არის სპონტანურ სუნთქვაზე. “ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან და არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს. გარკვეული რისკები რჩება, მაგრამ პირველ 24 საათში ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო - ანექსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებთ, რომ მალე სახლში წავა”, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)