12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 14:48:38, 820 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე - უმძიმესი ფაქტია, ყველა კანონის ფარგლებში დაისჯება

თბილისის მერი, კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. 

როგორც კალაძემ განაცხადა, ეს უმძიმესი ტრაგედიაა და ყველა კანონის ფარგლებში დაისჯება.

"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო Green Service-ი. ეს უდიდესი და უმძიმესი თემაა და ყველას დიდი პასუხისმგებლობაა",- განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics