|
2022-10-13 13:52:11, 2205 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - „კნაუფის" ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნა ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდითაა განპირობებული - პარალელურად იზრდება სამშენებლო სექტორიც
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანია „კნაუფის" მშრალი თაბაშიროვანი ნარევების ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიას დაესწრო. „კნაუფის" ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ეს არ არის მხოლოდ 30 მლნ ევროს ინვესტიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელდა, „კნაუფს" შემოაქვს ხარისხის ახალი სტანდარტები სამშენებლო სექტორში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროფესიული ცოდნა, რომელიც კომპანიამ ჩამოიტანა და მის მიერ დანერგილი ტექნოლოგიები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1998 წლიდან დაიწყო, ხოლო საწარმო, რომელიც „კნაუფის" სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 2009 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია საქართველოში აწარმოებს თაბაშირმუყაოს ფილებს, მოთუთიებული ფოლადის პროფილებს, დასაგრუნტ მასალას და მზა ფითხებს, ახლა კი უკვე ფუნქციონირებს მშრალი თაბაშიროვანი ნარევების საწარმოც. ამ ეტაპზე საწარმოში ჯამურად 100 ადამიანია დასაქმებული. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო სექტორში ჩართული 1000-ზე მეტი ადამიანის გადამზადება მოხდა, რომლებიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს იყენებენ. კერძოდ, კომპანია „კნაუფი"-ს ბაზაზე, ევროპული სტანდარტის სასწავლო ცენტრი წარმატებით საქმიანობს 2018 წლიდან, ის ხელს უწყობს საქართველოში ტექნიკური განათლებისა და პროფესიული მომზადების სისტემის გაუმჯობესებას. ცენტრი ფუნქციონირებს გერმანიის სამთავრობო ორგანიზაცია DEG- ის (გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოება) პატრონაჟით. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „კნაუფის" ეს ინვესტიცია, მორიგი ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნა განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამის პარალელურად იზრდება სამშენებლო სექტორიც, ეს კი ახალ ინვესტიციებს განაპირობებს. დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ საწარმო ახლახანს გაიხსნა, მაგრამ მისი წარმადობა, რომელიც 30 000 ტონას შეადგენს, მომავალი წლისთვის შეიძლება საკმარისი აღარ იყოს, იმდენად სწრაფად იზრდება სამშენებლო სექტორი საქართველოში და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების საჭიროება დგება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)