19:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 11:32:13, 1271 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ სამი ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

"სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 38 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics