|
2022-10-13 10:55:31, 692 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. „აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. გასულ წელს, სოფელ დიღომში სამი ქუჩა - კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები მოასფალტდა. მაჭავარიანის ქუჩის დასრულების შემდეგ კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების კეთილმოწყობას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. მაჭავარიანის ქუჩის პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)