2022-10-12 15:33:03, 827 ნახვა
პოლიტიკა
ხარჩილავა - ჩემი მანქანის დაწვა რეგიონში რეფორმებსა და ანტიკორუფციულ კურსს უკავშირდება
ჩემი მანქანის დაწვა რეგიონში რეფორმებსა და ანტიკორუფციულ კურსს უკავშირდება, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად მაინც გააგრძელებს "ქართული ოცნების" მხილებას.
"დანაშაულის ადგილზე - ჩემი მოსაზრებით, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი, რადგან ადგილზე იხატება როგორ მოხდა ყველაფერი - არის კვალი წაკიდების, მთელი მექანიზმი როგორ მოხდა. ეს უკავშირდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს იმიტომ, რომ მკაცრად მივყვებით რეფომების კურსს და ანტიკორუფციულ კურსს, ვსწავლობთ "ქართული ოცნება" როგორ მუშაობდა. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,