12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 13:18:26, 1058 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ქუთაისის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, ზუგდიდის შემდეგ, იმერეთის რეგიონში, ქუთაისის 4 სხვადასხვა სკოლაში: აკაკი წერეთლის სახელობის N1, იოსებ ოცხელის სახელობის N2, ასევე, N30 და N32 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გამართეს.

საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით ​შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ნაადრევი ქორწინების, მისი ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე, ბულინგის, ორგანიზებული დანაშაულის და ძალადობის სხვადასხვა ფორმის თაობაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოზარდებს საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესები განუმარტეს, ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს, რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება. საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე რეგიონში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics