12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:42:20, 423 ნახვა

საზოგადოება
თამარ არჩუაძემ მონაწილეობა ICAO-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო

მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებაში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიიღო. 

პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა კოვიდ პანდემიის შემდეგ ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის ტემპებსა და ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ასევე, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ICAO ეფექტიან ზომებს მიიღებს ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, ვინც ჩიკაგოს კონვენციას არღვევს.

,,წელს, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კუთხით ჯამურად ყველა აეროპორტში 95 %-იანი აღდგენა გვაქვს. სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ამავე დროს ჩვენთვის ფრენებისა და საავიაციო უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბოლო წლებში ნამდვილად აქვს პროგრესი და ეს ICAO-ს წინა ასამბლეაზე მინიჭებული ორი სერტიფიკატითაც დადასტურდა. 2022 წელს, საქართველომ მიიღო საავიაციო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალ სამ წელზეა გათვლილი და შესაბამისობაში მოდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ პარტნიორის გეგმასთან,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ICAO-ს გენერალური ასამბლეა სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და მას ორგანიზაციის საბჭო იწვევს. კოვიდ პანდემიის შემდებ ასამბელა წელს პირველად შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრად ხელახალ არჩევნებზე არ აურჩევიათ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics