09:36 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:35:59, 602 ნახვა

პოლიტიკა
“ქართული ოცნება” ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას

14-15 ოქტომბერს ბერლინი ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. კონგრესი PES-ის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება და მასში  მონაწილეობას ევროპის ქვეყნების მთავრობათა ლიდერები და პარტიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი, PES-ის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და სხვა.
 
“ქართული ოცნების” დელეგაციას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესს დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
 
კონგრესის დევიზია “გაბედულობით ევროპისათვის”, რომლის დროსაც PES-ის ლიდერები ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის 30 წლის გამოცდილებას შეაჯამებენ. მონაწილეები, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების, კოვიდ კრიზისის, კლიმატის ცვლილებების, სოციალური გამოწვევების,  ენერგო რესურსებზე ფასებისა და ინფლაციის ზრდის საკითხებზე იმსჯელებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics