09:36 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 22:01:08, 1196 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება. - ამის შესახებ საპარლამენტო „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი დანაპირებს ქართველი ხალხისა და ევროპელი მეგობრებისას უპირობოდ შეასრულებენ.

„თქვენ ნახეთ ის პოზიციები, რაც გამოქვეყნებული იყო და რაც გააჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. თურმე ესენი უკვე თავს იკავებენ და მხარს არ უჭერენ, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. ის, რაც მოწონებულია დასავლეთიდან უკრაინაში, ავიღეთ და დავარეგისტრირეთ ზუსტად იგივე მოდელი, ახლა არ აინტერესებთ, ახლა ეს რეკომენდაციები მათთვის მიუღებელია და ამბობენ, რომ მაინც და მაინც სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, მათი ორმაგი მიდგომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს, ჩვენ მას შევასრულებთ, ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება“. - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics