10:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 18:45:41, 1234 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - შეძრწუნებული ვარ რუსეთის დარტყმებით უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში

შეძრწუნებული ვარ რუსეთის დარტყმებით უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს.

"შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics