|
2022-10-10 17:19:40, 977 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; • სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს. განაცხადების წარმოდგენა დღეიდან დაიწყო. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ნოემბერი. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)