23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 15:13:03, 1263 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო გადაეცა

წინანდალში გამართულ „თიბისის“ 30 წლის იუბილეზე, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა  „თიბისის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.  

აღნიშნული ჯილდო ვახტანგ ბუცხრიკიძეს საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და აღდგენისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის გადაეცა. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო სხვადასხვა დროს მსოფლიოში არაერთ ცნობილ ადამიანს გადაეცა, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, იაპონიის, ყატარის, ალჟირის, ეგვიპტის, ბრაზილიის  და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს, ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს, რომის პაპს ფრანცისკეს, ცნობილ ფეხბურთელს ლიონელ მესის, ცნობილ დიზაინერებს ჯორჯო არმანის და სტეფანო რიჩის და სხვებს. 

2003 წლიდან დღემდე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აფასებს და აღიარებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების მუშაობას მთელს მსოფლიოში, რომლებიც ინოვაციებისა და ცოდნის მეშვეობით დადებით გავლენას ახდენენ ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics