|
2022-10-10 11:26:07, 2214 ნახვა
სამხედრო
სერჟანტებმა სამეთაურო და სამეთაურო - საშტაბო კურსები დაასრულეს
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო და სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. სერჟანტებს სწავლის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები. კურსდამთავრებულებმა აიმაღლეს სამხედრო პროფესიული ცოდნის დონე, რომელიც მათ კარიერულ განვითარებაში გამოადგებათ. ისინი საკუთარ ქვედანაყოფებში დაბრუნდებიან და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვის ძალების განვითარებასა და სერჟანტთა კორპუსის გაძლიერებაში. სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში კოჯორში, სერჟანტთა აკადემიისა და კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზებზე მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)