12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 11:49:24, 865 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება

ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, IX-X საუკუნეების პალიმფსესტური სახარება, თბილისში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს. ტრანსპორტირების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი,  ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვეს დარჩება, შემდეგ კი, სრულად რესტავრირებული ოთხთავი კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ოთხთავის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ განისაზღვრება.

რესტავრაციას ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესისი სრული დაცვით შეასრულებენ, რაც გაზრდის უნიკალური დოკუმენტის დაცულობის ხარისხსა და მისი შენახვის ხანგრძლივობას.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომელიც რესტავრაციის პროცესს ეროვნული არქივის  ლაბორატორიაში გაივლის. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. უნიკალურ ხელნაწერებზე მუშაობის შესაძლებლობას ლაბორატორიის თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი მასალა-დანადგარები და რესტავრატორთა მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics