12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 11:24:24, 855 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან  და წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო. 

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიება კრწანისის რაიონში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა. 

„გრიშაშვილის იუბილეს აღვნიშნავთ მისივე სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სწორედ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაც, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ხოლმე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ორი წელი აღნიშნული ღონისძიება არ გამართულა. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. სასიამოვნო საღამო იყო, საუკეთესო განწყობით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მედუდუკეთა ანსამბლმა მიიღო. „ძველი თბილისური ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა ფილმიდან და სპექტაკლიდან ფრაგმენტებით. 

აღნიშნული სკვერის სივრცე რეტრო გალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე,  მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია, ლევან ჯაფარიძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics