14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 16:14:29, 1116 ნახვა

საზოგადოება
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა  ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას და ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პლატფორმებს, რომ  საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. მნიშვნელოვანია  აღინიშნოს, რომ თითოეული საერთაშორისო გამოფენა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის არის შესაძლებლობა, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტის განხორციელების დასაწყებად. 

ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ქართველი მეწარმეების და ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რაც გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მეტ შესაძლებლობებს იძლევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics