11:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 14:16:11, 1137 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე ლომჯარიას - „ოცნება“ და თქვენ საბჭოთა კავშირში რომ ყოფილიყავით, დაგხვრეტდნენ

"ოცნებაში" დაწერილი კითხვები ჩამოარიგეს, ოღონდ შეეშალათ მისამართი, ცოტა ადეკვატური კითხვის დამსმელები უნდა შეერჩიათ, - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ომბუდსმენის მისამართით დასმული შეკითხვები. 

გოცირიძის თქმით, ნინო ლომჯარიას საბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრა, დახვრეტდნენ, ვინაიდან მაგ დროს ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი "ხალხის მტრად მოიაზრებოდა". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნებაში" დაწერილი კითხვები ჩამოარიგეს, ოღონდ შეეშალათ მისამართი, ცოტა ადეკვატური კითხვის დამსმელები უნდა შეერჩიათ. მათი მიზანია თქვენი ლანძღვა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ფლანგზე ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელსაც სინდისი შეაწუხებს და მადლობას გადაგიხდით თქვენ ძალიან კარგი მუშაობისთვის. 

ეს ხალხი და თქვენ საბჭოთა კავშირში რომ ყოფილიყავით, 70 წლის წინ, დაგხვრეტდნენ, ვინაიდან მაგ დროს ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი "ხალხის მტრად მოიაზრებოდა". და 500 წლის წინ რომ ყოფილიყავით, ინკვიზიციის პერიოდში, კოცონზე დაგწვავდნენ",- განაცხადა გოცირიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics