14:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 12:23:52, 1203 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ზუგდიდის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები რეგიონების სხვადასხვა სკოლაში. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბათუმის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, აკაკი წერეთლის სახელობის N1, მერაბ კოსტავას სახელობის N2, ასევე, N3, N4 და N9 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით ​შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება, კამპანიის ფარგლებში საზოგადოებრივი ღონისძიება გუშინ რუსთავში დაიწყო და დღესაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეუძლია ესტუმროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საგამოფენო სივრცეებს.

საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics