14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 10:55:17, 877 ნახვა

საზოგადოება
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის ტრენინგს დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანია „ოტტო ბოკის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. 

სასწავლო კურსის მიზანს პროთეზირებული პაციენტების სიარულისა და ყოფითი მოქმედებების სრულყოფა წარმოადგენდა. 

საპროთეზო საწარმოთა სპეციალისტების ტრენინგი „სიარულის სკოლა“ „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში“ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პოსტოპერაციული, პროთეზირებამდე და პროთეზირების შემდგომი თერაპიის საკითხები შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და სომხეთის პროთეზისტ-ტექნიკოსებმა. სწავლებაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრის“ სხვადასხვა სეგმენტის ბენეფიციარები. 

„რეაბილიტაცია ადაპტაციის ეროვნული ცენტრი“ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს მართვაში მყოფ ორგანიზაციას და წლებია ემსახურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებს. 2021 წელს ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების შექმნა/გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კერძო სამართლის იურიდიულ პირს „Ottobock SE & Co.KGaA“ და შპს „რეაბილიტაცია ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმდა სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics