|
2022-10-06 10:25:44, 1729 ნახვა
რეგიონი
ქედაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედის კულტური სახლში კონცერტით აღინიშნა, რომელშიც ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: ,,ბეთლემი", ,,ელესა", ,,იაგუნდი", ფოლკ-ბენდი, ირინა დევაძე, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი" და პოლონეთის ქვემო სილეზიის ვოკალური ანსამბლი ,,ჰეიშოვინა" ღებულობდა მონაწილეობას. "ვულოცავ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღეს, თქვენი უმნიშვნელოვანესი მოვალეობის ღირსეულად შესრულებას და წარმატებული თაობების აღზრდას გისურვებთ" - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დღეს გაიმართა ქედასთან დამეგობრებული პოლონეთის ანსამბლ ჰეიშოვინას ქართულ-პოლონური კულტურის ფესტივალი, პოლონელი სტუმრების მიერ ქართულად შესრულებულმა სულიკომ და თბილისომ განსაკუთრებული ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)