21:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 16:25:50, 1545 ნახვა

სამართალი
სადახლოზე გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი  (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტების ხროვა“ უწოდა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
ანი წითლიძე - სანამ გადაწყვეტილებებს სამი ადამიანი იღებს და უმეტესობა მათ შესახებ Facebook-დან იგებს, პარტია მუდმივ კრიზისში იქნება
სააკაშვილმა განმარტა, თუ რატომ უჭერს მხარს ნანუკა ჟორჟოლიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics