|
2022-10-05 12:29:59, 893 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს შეხვედრა. შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითუ ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის გაიმართება.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)