16:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:26:35, 975 ნახვა

საზოგადოება
ფრიდონ ინჯია - ქალაქში საცობების აღმოსაფხვრელად წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი ნომრებით იარონ მანქანებმა

წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი ნომრებით იარონ მანქანებმა,- ამის შესახებ პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშული ინიციატივა, ქალაქში საცობებს შეამცირებს, ვინაიდან პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი არ კეთდება იმის გარდა, რომ დედაქალაქს ემატება შუქნიშნები, რომელთა რაოდენობამაც უკვე „ბუმს“ მიაღწია.

„შეუძლებელი გახდა ქალაქში სიარული. არ ვიცი ქალაქის საკრებულო ფიქრობს ამაზე თუ ვინ ფიქრობს, მაგრამ შეუძლებელია მოძრაობა. რაღაც უნდა ვიქიფროთ და რაღაც უნდა გავაკეთოთ. წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი ნომრებით მანქანები იყოს ან რაღაც. ვინც დადის მანქანით დილის ან საღამოს საათებში იცით, რომ მოძრაობა პრობლემური გახდა და ირგვლივ არაფერი არ კეთდება იმის გარდა, რომ ვაყენებთ მხოლოდ შუქნიშნებს, რომელთა ბუმიცაა ქალაქში. თუ სამდე რაიმე გადასასვლელია, იქ აუცილებლად დგას შუქიშანი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს. ღამის 4 საათზე ისე მუშაობს, თითქოს ის აუცილებლად უნდა იყოს იქ. რაღაც უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს მხოლოდ ერთი კაცის კი არა მთლიანად, მთელი ქვეყნის საფიქრალია. ეს მოქმედებს ეკოლოგიაზე, ნერვებზე და საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს. ესეც ჩვენი ვალდებულებაა, რომ რაღაც გავაკეთოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. შესაძლებელია ასევე, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს და ოპტიმიზაციას გააკეთებს და პროცესში ჩაერთვება ხალხი, რომელმაც იცის ტრასპორტის საკითები, ეკოლოგია და ქალაქის დაგეგმარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას ღუ ჩვენ არ მივხედეთ ეს უმძიმეს შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა ინჯიამ.

მისივე თქმით, ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, არამედ მთელი ქვეყნის საფიქრალია.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics